ბოლო 24 საათში, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 114 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სულ ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID 19-ის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა, 50 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 3 780 პირი.