ყოფილი დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე მარნეულში გარდაცვლილ 25 წლის ექიმთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“ვანში ვარ და ბუაძეების ოჯახში (გიგა და გვანცა) ისეთი ტრაგედიაა, სიტყვით ვერ აღწერ. 25 წლის ვაჟკაცი, ექიმი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა, 2 კვირის შემდეგ, მოულოდნელად კლინიკაში (სადაც თავად მუშაობდა) თრომბით გარდაიცვალა.
სამძიმარზე, სიტყვით ვერაფერი ვუთხარი. უუუუჰ უფალმა გაანათლოს გიორგის უმანკო სული.
P.S. თავად გიგა/ გიორგის მამა ვანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმღვანელია და პანდემიის პირველივე დღეებიდან ვანელების იმედია. გამაგრდით გიგა და გვანცა”, – წერს ლორთქიფანიძე.