„პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი… მმართველი გუნდი, დღეს არსებულ პოლიტიკურ ააქტორებს შორის, ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპელქტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტის და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება _ასეთი განცხადება გავრცელდა დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.
გავრცელებულ წერილში ის აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი, დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის უალტერნატივოა.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ქართული ოცნების ერთ-ერთ უპირველეს ლიდერს გურიაში, დავით დარჩიას დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორია მის აზრი მმართველი პარტიის ლიდერის ამ განცხადებაზე.
_პირის გაპარსვა არ მაცალეთ, ხომ? ჯერ არ გავცნობივარ, თქვენგან მესმის. გავეცნობი და გეტყვით, – გვითხრა მან.
_სიმართლე გითხრა, თქვენგან ვიგებ, გავეცნობი და გეტყვით, _გვითხრა დავით დარჩიას მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.
ჩვენ მალე შემოგთავაზებთ როგორც ამ, ისე სხვა პოლიტიკურ პირთა თუ რიგით ამომრჩეველთა, ზოგადად, მოქალქეთა კომენტარს.