პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის წერილის საპასუხოდ პოსტს აქვეყნებს.
“ივანიშვილი წავიდა?! მიზეზები?
აჰა, სახელდახელოდ: 1) საქართველოში ყველაზე უკეთესად მან იცის, რომ არჩევნები წააგო 52 48-ზე (მისი გაყალბებული ოქმებითაც კი!)
2) აშშ-ში მოვიდა ადმინისტრაცია, რომელმაც არა მარტო საქართველო, არამედ კავკასია ზედმიწევნით იცის (მათ შორის ანაკლიის პროექტის ჩაშლის შინა და გარე ფაქტორები)
3) მისი კაცი (ტრამპი), დემოკრატიულად გაძევებულია, ჩამოშორებულია ხელისუფლებას. მასაც არ სურს იგივე ბედი გაიზიაროს (არაა ცუდი ვერსია)
4) იცის, რომ გარდაუვალია ვადამდელი არჩევნები და ბოლომდე გაფარჩაკდება.
დანარჩენი თქვენ დაამატეთ (გამოაკელით).“ – წერს მურმან დუმბაძე.