ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და “ლეიბორისტული“ პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით მამალაძეს, არ ჯერავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის.
“არ მჯერავს, არ მჯერავს, არ მჯერავს. საცეცებს დაიტოვებდა ხელში და ახალი ტრიუკისთვის ემზადება. არ ვიცი, რა უდევს თავში და ჯიბეში. ამერიკაში ჩასვენდა ივანიშვილის მზე დონალდ ტრამპის სახით. ახალი ადმინისტრაცია ყველა ღონეს იხმარს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ივანიშვილს, როგორც დიქტატორს შეეშინდა მისი ანგარიშების დაყადაღების. გემი ჩაიძირა და ის გაიქცა “ – გვითხრა დავით მამალაძემ სატელეფონო საუბრის დროს.
დღეს დილით გავრცელდა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილი. სადაც ეწერა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.