ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, „გურია ნიუსთან“ კომენტარი გააკეთა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც თავად გვითხრა, ნორმალურად, ზუსტად გათვლილ პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას:
„ბიძინა ივანიშვილმა შეძლო საზოგადოების მხარდაჭერით, პოლიტიკაში მოსვლით, ჩვენი ქვეყანა სწორ, დემოკრატიულ განვითარების გზაზე დაეყენებინა. ის პოლიტიკაში მოვიდა მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით უჭირდა. როგორც იცით, მისი მიზანი არასდროს ყოფილა ძალაუფლება და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. დღეს, როცა ხალხმა ნდობა ქართულ ოცნებას მესამედ გამოუცხადა, მან გვაჩვენა კარგი მაგალითი, მაღალი დემოკრატიული სტანდარტი და გამარჯვებულმა დატოვა ძალაუფლება. სწორედ ეს გამოარჩევს მას და ამიტომ აქვს საზოგადოების უმრავლესობას ნბონბა და პატივისცემა,“ _ თქვა დავით დარჩიამ „გურია ნიუსთან“.