ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ასეთ კომენტარს აკეთებს „გურია ნიუსთან“:
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში იმ პერიოდში შემოვიდა, როდესაც ჩვენს სამშობლოს ყველაზე მეტად უჭირდა და არსებობდა დიქტატურის საბოლოოდ დამყარების რეალური საფრთხე. საზოგადოების კონსოლიდაციით, მან შეძლო მშვიდობიანად, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ქვეყნის მართვის სადავეები კი საქართველოს მოქალაქეებს გადასცა. დღეს, როდესაც უკვე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ყველა პირობაა შექმნილი, სახლმწიფო დგას განვითარების სწორ გზაზე, მან მიიღო აბსოლუტურად ჯანსაღი და დემოკრატი პოლიტიკოსისათვის დამახასიათებელი გადაწყვეტილება – წავიდეს პოლიტიკიდან, – გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.