„ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი აქამდეც უნდა წასულიყო სახლში, რადგან მან რეალურად ფიასკო განიცადა დაპირებებში თუ იმ იმედებში, რომელსაც საზოგადოება შეჰყურებდა“,_ ასე შეფასა „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩოხატაურის საკრებულოში, მამია ბარამიძემ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.
მამია ბარამიძემ აღნიშნა ისიც, რომ დრო აჩვენებს, ჩამოსცილდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ამ დილას გახდა ცნობილი.