ბუკნარში, სადაც ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაა, მოითხოვენ რომ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა მივიდნენ.
“სად არის გუბერნატორი, სად არის მერი. რატომ არ მოდიან? მაინცდამაინც უნდათ, რომ კონფლიქტი მოხდეს? _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას მუსლიმთა წარმომადგენელი ნათელა ადლაძე.