ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა გუნდი ჩინეთში, კერძოდ უხანში COVID-19-ის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩავიდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მეცნიერთა ათკაციან გუნდს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწეvს, რის შემდეგაც ისინი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, ვირუსთან დაკავშირებით მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მოძიებას შეეცდებიან.
მეცნიერები უხანში კვლევით ინსტიტუტებში, საავადმყოფოებსა და ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე მომუშავე პირებს გაესაუბრებიან.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა, Reuters-თან საუბრისას განმარტა, მეცნიერთა გუნდი კვლევის ფარგლებში, უმეტეს დროს უხანში გაატარებს, იქ საიდანაც ყველაფერი დაიწყო.