გურიის გუბერნატორის თქმით, ბუკნარში დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა მოსახლეობაში, განწყობაც უკეთესია:
„ორივე მხარე მზად არის, კიდევ ერთხელ დასხდნენ და დაილაპარაკონ იმ შეთანხმებაზე რაზეც იყო _ რომ ლოცვა გაგრძელდება და პრობლემა არ შეექმნება ადგილობრივ მუსლიმ მრევლს. ასევე, არ შეექმნება პრობლემა ქრისტიან მრევლს.
ხელის ჩამორთმევით უნდა დაასრლდეს ეს კონფლიქტი“, _ ამბობს გურიის გუბერნატორი და აღნიშნავს რომ როცა მსგავსი დაპირისპირებაა, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც უნდა მსგავსი უთანხმოების დიდ ხანს გაგრძელება.