Forbes-მა აშშ-ის ყველაზე გულუხვი მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებაზე დახარჯულ თანხაზე დაყრდნობით შეადგინა.
გამოცემის ინფორმაციით, სიის სათავეში ინვესტორი უორენ ბაფეტი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $42.8 მილიარდი გაიღო. თანხის უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის განვითარებასა და სიღარიბესთან ბრძოლას ხმარდება. 2010 წელს ბიზნესმენმა თავისი ქონება 5 საქველმოქმედო ფონდს გადასცა.
რეიტინგის მეორე ადგილზე Mიცროსოფტ-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა არიან. წყვილმა, რომლის ქონებაც $120,7 მილიარდად ფასდება, ქველმოქმედებაზე $29,8 მილიარდი დახარჯა.
მესამე ადგილზე კი ფინანსისტი ჯორჯ სოროსია, რომელმაც Fორბეს-ის მონაცემებით, წლების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $16,8 გაიღო.
წყარო: იმედინიუსი