ადამიანები ძლიერ ქალს უყურებენ და ფიქრობენ, რომ მას ყველაფერი აქვს, რომ ის უდარდელად ცხოვრობს, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერია, მაგრამ რეალურად არავინ იცის როგორია ასეთი ქალის შინაგანი სამყარო, რას გრძნობს, რას ფიქრობს და განიცდის რეალურად.
დღის განმავლობაში ადამიანები მას ხედავენ ლამაზად ჩაცმულს, მომღიმარს, ძლიერს, თავდაჯერებულს, მაგრამ არავინ იცის, როგორია ის მაშინ, როცა საკუთარ თავთან რჩება იმიტომ, რომ არასოდეს არავის აჩვენებს საკუთარ სისუსტეს. ის მზად არის მოგისმინოთ როცა პრობლემები გაქვთ და დაგეხმაროთ, მაგრამ საკუთარ ცრემლებს არასოდეს გაჩვენებთ.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ რეალურად ასეთი ქალების უმეტესობა გულგატეხილები არიან. ისინი ცდილობენ ყველანაირ დარდს და ტკივილს მარტო გაუმკლავდნენ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ფსიქოლოგიურად უარყოფითად მოქმედებს.
როცა ისინი საკუთარ თავთან მარტო რჩებიან დაუცველობის და მარტოობის შიში სტანჯავთ და მათ სძულთ მარტოობის მელანქოლიური საათები. ყოველივე კი შინაგანად ანგრევთ.
დღისით, სხვების თვალწინ მამაცი და დაუმარცხებელია, მაგრამ ღამით, საკუთარ თავთან მარტო – დაუცველი და მარტოობის შიშით შეპყრობილი. თუმცა ყოველ დილით ახერხებს ფეხზე მყარად დადგომას და ახალი ენერგიით არწმუნებს საკუთარ ძალაში გარშემომყოფებს.