70-მდე რესტორანი შაბათს, 30 იანვარს, ბოიკოტის ნიშნად მიწოდების სერვისს გათიშავს _ ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა, შოთა ბურჯანაძემ ტაბულას უთხრა.
ბურჯანაძის თქმით, რესტორნების რაოდენობა გაიზრდება. პარალელურად, ჩატარდება საპროტესტო აქცია.
ამ დროისთვის, ბოიკოტს უერთდებიან:
- შავი ლომი
- ტაკერია
- ხაშერია
- ლეგატო
- ქეთო და კოტე
- კერა
- წისქვილი ჯგუფი
- მეგრული სახლი
- სტეიკ ჰაუსი
- ზ10
- ხამანწკა ბარი
- სულიკო
- თონე
- ბარბარესთან
- ლუდის სახლი ვარაზი
- ლუდის ბაღი ვარაზი
- ბლექ დოგი
- მულენი
- Number 9 Brewery & Bars
- ზაზანოვა
- Woodstok
- Respublika grill bar
- ბადიაშატროვანი
- ბიკენტიას საქაბაბე
- მარანი
- მარანი ჰოლი
- ბურგერკლასიკო
- შტელცეა სახლი
- კაფე დისქავერი
- დოლჩე დი პარადიზო
- მწვანე ტერასა
- ღვინის ბარი საფერე
- რაჭის უბანი
- ჩიქენ გაიზ
- ვერიკო
- ეისიდისი
- მელნიკოვას დუქანი
- ბურგერ ჰაუსი
- სალობიე ბია
- ჯი.ვინო
- Coffee Lab
- ეკლერ დე ჟენი
- გაგრა
- ბარი ქიქოძე
- შემოიხედე გენაცვალე
- პომოდორისიმო
- საბადურები
- სტრადა
- ქენდი
- თავადური
- კუდები
- ხინკლის სახლი ივერიონი
- კალინა
- ბინა 37
- გალა
- ტერა ვაინი
- დარაბები
- მზიურის კაფე
- ჩაის სახლი
- მაესტრო
- ლენვილი
- კახელები ბელიაშვილზე
- კახელები (ლილო)
- Prospero’s Cafe
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება რესტორნები. დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა რამდენიმე აქცია გამართეს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
- 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
- თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება.
- პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, “გარკვეული სიხშირეებით”.
- ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
- 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს.
- საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
- ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
- შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა;
- სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.