მსოფლიოში ბევრი ადამიანი აიცრა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ნიღბით აღარ დადიან და დისტანციას აღარ იცავენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რეკომენდაციებისა და წესების შეცვლაზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება, როდესაც ყველა აიცრება. ყველა ვაქცინას აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები, ყველაზე მძიმე, რაც ლიტერატურაში უკვე აღწერილია, ეს არის ალერგიული რეაქცია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.
Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.