ხობში, სოფელ პირველ მაისში, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, სუიციდის ფაქტი დღეს დილით მოხდა.
“პატიოსანი ახალაგაზრდა იყო. რა მოხდა, არ ვიცით. ძმას უნახავს ბოსელში ჩამომხრჩვალი”, _ ამბობს ადგილობრივი.
ინფორმაცია “გურია ნიუსს”, ასევე, დაუდასტურა მერის წარმომადგენელმა, მარინე ლაგვილავამ.
რა გახდა 38 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.