ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ ოზურგეთში დადასტურებულია კორონავირუსის 3082 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2827 ადამიანი, გარდაცვლილია 26.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 229 შემთხვევა. ინფიცირებული პირებიდან საკარანტინე სივრცეში 51, სტაციონარში 38, ბინაზე კი 140 მკურნალობს.