“ის ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
“ის (ნიკა მელია) არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ის სასამართლომ შერაცხა კრიმინალად ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე.ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ მძიმე დანაშაულისთვის – ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმს – თურმე არ უნდა შევეხოთ. რომელ ქვეყანაში გინახავთ, ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს იდულგენციებს აძლევდნენ? როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი?”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.