დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ტარიელ აროშიძემ, ითხოვა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დასრულების შემდეგ, მიეცათ უფლება, სიტყვით გამოსულიყო.
ასეც მოხდა _ მას სხდომის დასასრულს ტრიბუნა დაუთმეს.
აროშიძემ ისაუბრა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.
სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შეშფოთებულია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ფაქტობრივად არსებული მდგომარეობით.
აროშიძემ ფრაქციის სახელით, ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა:
_ფეთქებადსაშიში სიტუაცია ბოლომდე არაა აღმოფხვრილი… ყოველივე ამის მთავარ დამრტყმელ ძალად ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გვევლინება… ბინძური ზრახვების მისაღწევად, ისინი სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას შეეცადნენ. ხელისუფლების კანონიერი და ადეკვატური ღონისძიების განხორციელების შედეგად, მათი მცდლობა დროულად აღიკვეთა. კანონის უზენაესობა ნიშნავს, ყველაფერი იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.