მონაწილეობდა 16 წლის მოზარდი და დანარჩენი ადამიანები არ იყვნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბერა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ის დააფიქსირა, რომ თუკი მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას.
„მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიით ვრცელდება, რომ ეს შემთხვევა მოხდა 11 წლის წინ, რომელშიც მონაწილეობდა 16 წლის მოზარდი და დანარჩენი ადამიანები არ იყვნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. რამდენადაც ვიცი, ყველა მათგანმა გააკეთა განმარტება და ვფიქრობ, ამაზე პოლიტიკური შეფასებები და ჩემი შთაბეჭდილებების მოყოლა ზედმეტია. მე ვერ გავაკეთებ დასკვნას, უნდა აღძრულიყო თუ არა საქმე, რადგან არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი. უნდა ვაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს და სპეციალისტებს აკეთონ თავისი საქმე. ზოგადად, არასრულწლოვნის კი არა, სრულწლოვანის საუბრის ჩაწერაც მიუღებელი და ამაზრზენია “,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, დღესაც პასუხს მოვთხოვ“.