გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ნინო წილოსანი უხელმძღვანელებს.
როგორც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ნინო წილოსანი საბჭოს საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. მე-9 მოწვევის პარლამენტში მისი ინიციატივით განხორციელდა გენდერული საბჭოს ფარგლებში პირველი თემატური მოკვლევა -“სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ”.
ამასთან, იგი არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია, რომელიც საბჭოს საქმიანობის ფარგლებში იქნა დამტკიცებული წინა მოწვევის პარლამენტში და ემსახურებოდა სექსუალური ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის დახვეწას“.