ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 10 იანვრიდან 14 თებერვლის პერიოდშია მომზადებული, როდესაც ჯანმოს მეცნიერების გუნდი ვირუსის წარმოშობის შესასწავლად უხანში გაემგზავრნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ანგარიშის გამოქვეყნება მხოლოდ დასაწყისია.
მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების წყარო ჯერ დადგენილი არ არის, შესაბამისად ყველა ჰიპოთეზა ძალაში რჩება.
„ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა“,_ ნათქვამია ანგარიშში.