„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ შესაძლოა მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი გახდეს საჭირო.
„შეიძლება განაცხადი იყოს, რომ პოზიციები დაახლოვდა ამ საკითხებში და ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი რაუნდი. შეიძლება ასეც მოხდეს. კარგია, თუ გვეყოფა იმდენი სიმწიფე ყველას, რომ ჩვენს მოსახლეობას დამატებით არ „დავგრუზავთ“ და არ დავადებთ დამატებით ფსიქოლოგიურ ტვირთს, რა და როგორ იქნება. ისედაც რთულ მდგომარეობაშია ხალხი“, – განაცხადა წერეთელმა.