საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ყველა პირზე თანაბრად გავრცელებას.
ოხანაშვილის განცხადებით, დაცული იქნება კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი.
„ქართული ოცნების“ მზაობა როგორიც იყო მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ მიღწეულიყო შეთანხმება და ჩვენ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ევროკავშირის ეგიდით, არ მივეცით არც ერთ რადიკალურ ჯგუფს შესაძლებლობა, შეთანხმება ჩაშლილიყო, ამავე სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას“,_ განაცხადა ოხანაშვილმა.