ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
„მამაკაცი მკურნალობდა დიალიზზე ოზურგეთში. დაუდასტურდა კორონავირუსი, გადაიყვანეს ბათუმში და იქ გარდაიცვალა“,_ განუცხადა „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული 29 ადამიანია გარდაცვლილი.