ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, ამ დროისთვის ლაჩხუთში აქტიურია ინფიცირების 124 შემთხვევა.
სოფლებში, რომლებიც ცხელ წერტილებად მიიჩნეოდა, ვითარება სტაბილურდება, გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობს.
სულ კი ლანჩხუთში დადასტურებულია ინფიცირების 2046 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 1893 პაციენტი, გარდაცვლილია 29.