https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შენიშვნების პაკეტი სამინისტროს და მოულოდნელი სტუმარი ბრიფინგზე

16:05; 17.05.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს“ და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ირმა გორდელაძემ და თამაზ ტრაპაიძემ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართეს.


შეხვედრის მიზანი იყო სოფელ ვაკიჯვარში “ნატანები 3” ჰესის პროექტის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც გაიგზავნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

შეიძლება ითქვას, რომ ბრიფინგს მოულოდნელად ეწვია “ნატანები 3” ჰესის პროექტის მენეჯერი გიორგი მარგებაძე, რომელიც შეხვედრაზე ყველაზე მეტად აქტიურობდა.

ის საზოგადოების წევრებს არწმუნებდა, რომ შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნის“ მდინარე ნატანებზე 9.085 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ზიანს არ მიაყენებს არც გარემოს და არც ხალხს.

გიორგი მარგებაძემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა ბრიფინგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათან პოლემიკას მართავდა.

თამაზ ტრაპაიძის და ირმა გორდელაძის თქმით, იმ შენიშვნებს, რომელიც ექსპერტების ჯგუფმა შეადგინა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუგზავნიან, შენიშვნები მრავლად არის და ახლა ჯერი სამინისტროზეა, რამდენად გაითვალისწინებენ გურულების გზავნილს.

მათი თქმით, ისინი და მათი თანაგუნდელები წინააღმდეგები არ არიან რეგიონში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების გახორციელების.

“ხშირად საუბრობენ ჩვენზე, რომ თითქოს, არ გვინდა ეკონომიურად გაძლიერდეს საქართველო და საქართველოს რეგიონები. ეს ასე არ არის. ჩვენ გვინდა ისეთი პროექტები, რომლებიცელიც ბუნებას და ეკოლოგიას არ გაანადგურებს“, _ აღნიშნა ირმა გორდელაძემ შეხვედრის დროს.

დარბაზში მყოფმა სოფელ სურებიდან და სოფელ ვაკიჯვრიდან ჩამოსულმა ადამიანებმა თქვეს, რომ ეს პროექტები სოფლისთვის მომგებიანი არ იქნება.

“გინდათ ჩვენს ხარჯზე გამდიდრდეთ და მეტი არაფერი არ გინდათ. თქვენ არ ინტერესდებით ადამიანების პრობლემებით და დღევანდელი ყოფით. არ გვინდა ჰესი აშენდეს“, _  აღნიშნეს ბრიფინგზე მოსულმა სტუმრებმა.

გიორგი მარგებაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ისინი ამ პროექტის გახორციელების შემთხვევაში 100 ადამიანის დასაქმებას აპირებენ. რაზეც ვაკიჯვარში მცხოვრებმა თქვა, რომ ასეთი დაპირებებით და წინადადებებით ადამიანებს ვერ შეაცვლევინებენ აზრს.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ნატანებზე შპს “უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის” პროექტის “ნატანები 3 ჰესის” მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 17 მარტს წარმოადგინა შენიშვნები 6 საკითხზე, რომლებიც საჭიროებს დაზუსტებას და კომპანიის მხრიდან დამატებითი, დეტალური ინფორმაციის წარმოდგენას. აღნიშნულ შენიშვნებზე რეაგირების მიზნით კომპანიამ წარმოადგინა 5 დამატებითი დანართი, რომლებშიც გადმოცემულია უფრო ვრცელი ინფორმაცია სამინისტროს მიერ დეტალურად შესასწავლად მითითებულ საკითხებზე.

“გურია ნიუსი“ გთავაზობთ შენიშვნების ნაწილს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სამინისტროს გაუგზავნიან.

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ჩვენი შენიშვნები იმის შესახებ, თუ რამდენად სიღრმისეულად და სრულფასოვნადაა შესწავლილი აღნიშნული საკითხები და რამდენად საკმარისი დეტალურობითაა წარმოდგენილი ინფორმაცია თითოეულის შესახებ. ზოგადი შენიშვნა, რაც ექვსივე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს არის ის, რომ სამინისტროს მხრიდან კომპანიისთვის მიცემული 1-თვიანი ვადა ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად და შესაბამისი შემარბილებელი თუ საკომპენსაციო ღონისძიებების დასაგეგმად არ არის საკმარისი. შესაბამისად, ჩნდება იმის განცდა, რომ აღნიშნული შენიშვნები თავად სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილია მხოლოდ ფორმალურად, იმისთვის, რომ თავად კომპანიამაც ფორმალური პასუხები მოამზადოს მათზე და მიზნად არ ისახავს საკითხების რეალურად, საფუძვლიანად შესწავლას.

სათავე ნაგებობიდან ეკოლოგიური ხარჯის საგანგებო მოწყობილობით (მილი, ღიობი) გატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; კომპანიის მიერ სამინისტროს 1-ლი მოთხოვნის საპასუხოდ წარმოდგენილ I დანართში ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საშუალებით მოხდება სათავე ნაგებობიდან ეკოლოგიური ხარჯის გატარება, ასევე სათავე ნაგებობის სქემასა და სანიტარული ხარჯის გამტარი მილის ნახაზს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გზშ-ის ანგარიშში თავდაპირველად არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ეკოლოგიური ხარჯის სპეციალურად მოწყობილი წყალგამტარის საშუალებით გაშვების ღონისძიების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ეკოლოგიური ხარჯი 0.49 მ 3 /წმ სრულად უნდა გატარებულიყო თევზსავლის მეშვეობით. აღნიშნული წყალგამტარი მილის არსებობის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ შეიტანა მხოლოდ სამინისტროს შენიშვნაზე რეაგირების შედეგად წარმოდგენილ I დანართში, თუმცა შესაბამისი ცვლილება გზშ-ის დოკუმენტში შეტანილი არაა და ანგარიშის მიხედვით, სრული ეკოლოგიური ხარჯი ისევ თევზსავლის მეშვეობით უნდა იქნას გატარებული. ეს ორი ერთმანეთისგან აცდენილი ინფორმაცია აუცილებლად საჭიროებს ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც I დანართიდან ირკვევა, ეკოლოგიური ხარჯის გატარება, რომელიც შეადგენს 0.49 მ 3 /წმს, მოხდება თევზსავლის (0,13 მ 3 /წმ) და 0,32 მ შიდა დიამეტრის მქონე მილით (0.36 მ 3 /წმ). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიას არ აქვს განხილული ეკოლოგიური ხარჯის გატარების ალტერნატიული საშუალება, გარდა მილისა, რომელიც, თუ გავითვალისწინებთ მდინარე ნატანების ღვარცოფულ ხასიათსა და ნატანი მასის რაოდენობას, მარტივად შეიძლება გაიბიდნოს და ეკოლოგიური ხარჯის მდინარისკენ გატარება შეფერხდეს. ამის გათვალისწინებით, გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა ეკოლოგიური ხარჯის ღიობით გატარება, რომლის გაწმენდა და წყლის შეუფერხებელი დინებაც მარტივად უზრუნველსაყოფია. გარდა ამისა, გზშ-ს დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “მცირეწყლიან წლებში ენერგეტიკული მიზნით გამოსაყენებელი წყლის რაოდენობა იმდენად მცირე შეიძლება იყოს, რომ ვერ იქნას უზრუნველყოფილი ჰიდროაგრეგატების მინიმალური დატვირთვით ფუნქციონირებაც. აქედან გამომდინარე არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ წყალმცირე პერიოდების გარკვეულ შემთხვევებში ჰესის ოპერატორი კომპანია იძულებული იქნება მდინარის ბუნებრივ კალაპოტში გაატაროს სათავეზე მოდენილი წყლის სრული – ეკოლოგიურ ხარჯზე მეტი რაოდენობა”. ამ შემთხვევაში დაზუსტებას საჭიროებს რამდენად გამტარუნარიანი იქნება შემოთავაზებული დიამეტრის მილი 0.36 მ3/წმ-ზე მეტი ხარჯის გატარების საჭიროების შემთხვევაში და თუ აღნიშნული მილი ვერ უზრუნველყოფს ამას, ხომ არ გატარდება დამატებითი ხარჯი თევზსავლის საშუალებით, რომელშიც მეტი წყლის გაშვება, ასევე გზშ-ს ავტორების თქმით, დამატებით ტურბულენტობას და წინაღობას წარმოქმნის ნაკადულის კალმახის მიგრაციისას. აღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კომპანიამ დაასაბუთოს:

1. რატომ ირჩევს ნატანით მდიდარი და ღვარცოფული მდინარის ეკოლოგიური ხარჯის გასატარებლად მცირე დიამეტრის დახურულ მილს და არა ღიობს, რომლის წმენდაც გაცილებით მარტივი იქნება, ხოლო წყლის გატარება შეუფერხებელი;

2. როგორ მოხდება საჭიროების შემთხვევაში ეკოლოგიურ ხარჯზე მეტი რაოდენობის წყლის გატარება შემოთავაზებული მილით. რაც შეეხება ეკოლოგიურ ხარჯს, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკით განისაზღვრება მდინარის 10%-ით, უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე ნატანების მორფოლოგიის, წყალთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიოლოგიური გარემოსა და ეკოსისტემების გათვალისწინებით შემოთავაზებული 10%-იანი ეკოლოგიური ხარჯი არასაკმარისია.

გზშ-ის კვლევის მიხედვით, მდინარე ნატანების გასწვრივ, საპროექტო ზონაში ვხვდებით EUNIS-ის კლასიფიკაციის მიხედვით G1.1 ჭალისა და სანაპირო ტყეებს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ჭალის ტყის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ამ ტიპის ტყეს პერიოდულად ესაჭიროება შეტბორვა. მდინარეში მხოლოდ 10%-იანი ხარჯის დატოვება კი ვერ უზრუნველყოფს მის წყლით დაფარვას და დროთა განმავლობაში, არსებული ჰაბიტატი, რომელიც ამ ეტაპზე ფართოდაა წარმოდგენილი საპროექტო ზონაში, დეგრადირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გზშ-ის დოკუმენტში ჭალის ტყის ჰაბიტატისადმი მიყენებული ზარალი არათუ შეფასებული, ნახსენებიც კი არ არის, შესაბამისად არ არის ნაფიქრი არც შემარბილებელ ღონისძიებაზე და არც პრევენციაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ:

1. გარემოსდაცვით ხარჯად მდინარის 10%-ის დატოვება არ არის საკმარისი მდინარე ნატანების ეკოლოგიური ფუნქციის შესანარჩუნებლად და ხარჯის ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გამოიწვევს წყლის და წყალთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების კარგვას.

2. გარემოსდაცვითი ხარჯის გასატარებლად შემოთავაზებული მეთოდი, ვერ უზრუნველყოფს თუნდაც 10%-ინი ხარჯის ეფექტიან გატარებას. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომპანიამ გადახედოს მდინარის ეკოლოგიური ხარჯის საკითხს და ის დაითვალოს არა გავრცელებული პრაქტიკის, არამედ მდინარის და მასთან დაკავშირებული გარემოს რეალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ასევე, აღნიშნული ხარჯის გატარება უზრუნველყოს ყველაზე ოპტიმალური საშუალებების გათვალისწინებით, რათა არ შეფერხდეს მდინარეში წყლის ხარჯის ჩაშვება.

ამასთან, დანართში წარმოდგენილი კუმულაციური ზემოქმედების შესარბილებლად გათვლილი მთელი რიგი ქმედებები საჭიროებს კონკრეტიკასა და დაზუსტებას, კერძოდ:

● “მდინარის ბუნებრივი კალაპოტიდან დროებით მოწყობილ ხელოვნურ კალაპოტში წყლის დინების გადაგდების პროცესს არ უნდა ჰქონდეს უეცარი ეფექტი. აღნიშნული პროცესი უნდა შესრულდეს, რაც შეიძლება ხანგრძლივად, რათა თევზებმა შეძლონ ადაპტაცია ახალ გარემო პირობებთან” – აღნიშნული შემარბილებელი ღონისძიება საჭიროებს დაზუსტებას. უფრო კონკრეტულად უნდა უყოს გაწერილი როგორ მოხდება ამ პროცესის დროში გახანგრძლივება და გარემო-პირობებთან თევზების ადაპტაციის ხელშეწყობა. საჭიროა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელება.

● “ხელოვნური კალაპოტის მდინარის ბუნებრივ კალაპოტთან შეუღლების ადგილები მოეწყობა ისე, რომ არ შეიქმნას ხელოვნური ბარიერი თევზების მიგრაციისთვის” – აღნიშნული ჩანაწერი არ გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ თუ რა კონკრეტული სამუშაოები გატარდება და რა მეთოდით მოხდება ხელოვნური და ბუნებრვი კალაპოტების შეუღლება. შესაბამისად, დასაზუსტებელია მოცემული ღონისძიებაც.

● “სათავე ნაგებობის მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება დროებითი სადერივაციო არხის კალაპოტის მონიტორინგი და კალაპოტის ჩახერგვის და ამასთან დაკავშირებით თევზის გადაადგილების შეზღუდვის პრევენციის მიზნით ჩატარება არხის გაწმენდის სამუშაოები” – მეტ დეტალიზაციას საჭიროებს აღნიშნული ჩანაწერიც, კერძოდ, მოცემულ ღონისძიებაში არ ჩანს მონიტორინგის პერიოდულობა, ასევე ვინ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული მონიტორინგის განხორციელბაზე და რა ტექნიკური საშუალებებით მოხდება საჭიროების შემთხვევაში დროებითი სადერივაციო არხის წმენდა. ამასთან, სასურველია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია ხელოვნური კალაპოტის შესახებ: რით იქნება უზრუნველყოფილი მისი მაქსიმალური მსგავსება ბუნებრივ კალაპოტთან და შესაბამისად, თევზების ადაპტაციის ხელშეწყობა ახალ გარემო-პირობებთან.

● “მოხდება ნაპირების და ფერდების გამყარება სხვადასხვა უარყოფითი მოვლენების (ნიადაგის წყალში მოხვედრა, მეწყერი, ღვარცოფი და ა.შ.) პრევენციისთვის. მდინარის კალაპოტში ყველა სახის სამუშაოები განხორციელდება მაქსიმალური სიფრთხილით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მდინარის წყლის სიმღვრივის მომატების რისკი” – აღნიშნულ ქმედებაში დასაკონკრეტებელია რა საინჟინრო ხერხებით და მასალით მოხდება ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რა ვადებში და მდინარის კალაპოტის რა ნაწილს მოიცავს.

● “გატარდება ყველა შემარბილებელი ღონისძიება წყლის ხარისხის შენარჩუნების მიზნით” – მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს რა შემარბილებელ ღონისძიებებზე მოცემულ წინადადებაში საუბარი.

 ● “ეფექტურად განხორციელდება თხევადი ხარჯების მართვა. სათავე ნაგებობიდან ქვედა დინებაში მუდმივად იქნეს გაშვებული დადგენილი ეკოლოგიური ხარჯები” – მნიშვნელოვნია განიმარტოს/დაზუსტდეს კომპანიას თხევადი ხარჯის ეფექტიან მართვად მხოლოდ გზშ-ის დოკუმენტში გამოთვლილი ეკოლოგიური ხარჯის (0.49მ3/წმ) გატარების უზრუნველყოფა აქვს მოაზრებული თუ განიხილავს სხვა საჭირო ღონისძიებებსაც და თუ განიხილავს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ღონისძიებებით მოხდება თხევადი ხარჯის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

"ვრცელდება ინფორმაცია თელ ავივზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით"

ინფიცირების შემთხვევები ჩოხატაურში - ინფიცირებულებს შორის სკოლის მოსწავლეა

ყველა სიახლე

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო