Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 002 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 024 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 978 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 026 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 369 048-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.11 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.79 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.28%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 381 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 353 612-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 347 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 633 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 105, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 44, გურია – 5, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 81, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 063 საიდანაც: 2 907 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 639, აჭარაში – 167, იმერეთში – 381. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 620 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 31, იმერეთში -145. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში – 110, აჭარაში – 7, იმერეთში – 8. 747 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 553 – თბილისში, 182- აჭარაში. 6 409 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 2 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 919 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 187 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 513, პირი, აჭარაში – 623, იმერეთში – 779.