დღეს უკვე ცნობილია ეროვნულ გამოცდებში მათემატიკის გამოცდის შედეგები.
სამტრედიელ აბიტურიენტთა შორის ყველაზე მაღალი, 51-დან 46 ქულა სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ელენე ალფაიძემ მიიღო.
ელენემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70 ქულიდან _ 60, ინგლისურ ენაში კი, 80-დან 77 ქულა აიღო.
ელენე ალფაიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეპროექტ ,, წიგნების თაროს” წარმატებული მონაწილეა. ელენე სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს.