ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„არის ინფიცირების ოჯახური შემთხვევები, სხვადასხვა კლასტერები და ა.შ. საერთო ჯამში უკეთესი მდგომარეობაა“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ჯიბუტის თქმით, ამ დროისთვის ჩოხატაურში 187 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებული პაცინტებიდან ჩოხატაურის კლინიკაში 37, მუნიციპალიტეტის გარეთ კი 9 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯიბუტი გვპასუხობს:
„კლინიკაში მოთავსებული ადამიანები თითქმის ყველა საშუალო სიმძიმისაა. მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მკურნალობას ბინაზე გადიან“.
[sexy_author_bio]