,,მიხეილ სააკაშვილი არ არის კარგად, ამას კითხვაც არ უნდა, თვალებზე ეტყობა, ჩაი დამალევინა და თავიდან ბოლომდე მომიყვა ყველაფერი – გატეხილი არ არის, ესაა მთავარი“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბუბა კიკაბიძის თქმით, უკრაინის გარდა, პოლონეთმაც გამოთქა მზადყოფნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღოს.
“არ არის გატეხილი, მთავარი ეს არის. ვილაპარაკეთ ზელენსკი როგორც შემხვდა, რაზე ვისაუბრეთ, ყველაფერი მოვუყევი. შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანო, თორემ მოკლავენ-მეთქი აი, ეგ ვუთხარი. დღესვე დავიწყებ რეკვასო [ზელენსკიმ]. იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, მერე ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცითო, ჩვენ მოვარჩენთ და ჩვენ მივხედავთო”, – თქვა ბუბა კიკაბიძემ.