Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 955 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 278 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 898 079-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.96%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 844 875.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 879 პირი ემსხვერპლა.