2020 წლიდან მოყოლებული, საქართველოში საწვავის ფასი ძალიან გაიზარდა. საინტერესოა ისიც, რომ დედაქალაქისა და რეგიონების საწვავის ფასები ერთმანეთისგან შესამჩნევად განსხვავდება.
გურიაში საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი ამბობს:
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, კიდევ უფრო იმატებს ფასები და ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ჯიბეზეც აისახება, რადგან გვიწევს ტარიფის გაძვირება. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ სიტუაცია უფრო გართულდება. არ მინდა, რომ ეს საარსებო წყაროც მოისპოს.“
დღევანდელი მონაცემებით, გურიის მასშტაბით საწვავის ფასები შემდეგნაირია:
- G-Force პრემიუმი – 2.97 ლარი
- G-Force ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
- ევრო დიზელი 2.94 ლარი
იმავე სახეობის საწვავის ფასები დედაქალაქში:
- G-Force სუპერი 3.33 ლარი
- G-Force პრემიუმი 3.23 ლარი
- G-Force ევრო რეგულარი 3.19 ლარი
- ეკო სუპერი – 3.30 ლარი
- ეკო პრემიუმი – 3.20 ლარი
- ეკო დიზელი 3.19 ლარი
- ნანო სუპერი 3.26 ლარი
- ნანო პრემიუმი 3.18 ლარი
- ნანო ევრო რეგულარი 3.09 ლარი
- ნანო ევრო დიზელი 3.12 ლარი
[sexy_author_bio]