პოლიციელი გმირია!
დღეს იმერეთის საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი დაიღუპა. მთელი ღამე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რიკოთის მონაკვეთზე საგზაო მიმოსვლას არეგულირებდნენ, დღეს კი ცვლის ჩაბარების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ და ეს საშინელება მოხდა.
პოლიციელი გმირია, ნათელი მათ სულებს. დაღუპულებიდან ერთ-ერთს ხვალ დაბადების დღეს ჰქონდა, წერს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რიკოთის უხელტეხილზე. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანა და “ტრაილერი” შეეჯახნენ.
დაღუპულია სამი სამართალდამცავი.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.