უკრაინის საგარეო საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს. ამის შესახებ უწყება TWITTER-ზე წერს.
მათივე ცნობით, სულთან სულეიმანისა და მისი ცოლის როქსანას სახელობის მეჩეთს თავს 80-მდე ადამიანი აფარებდა. მათ შორის იყვნენ თურქეთის მოქალაქეებიც.
დაღუპულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ავტორი: მერაბ ცაავა