უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს სავარაუდო 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმაში, რომელიც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის გაყვანას, თუ კიევი გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და მიიღებს შეზღუდვებს მის შეიარაღებულ ძალებზე“, – წერს Financial Times.
FT-ს ცნობით, შეთანხმება, რომელიც უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა ორშაბათს პირველად განიხილეს, გულისხმობს, რომ კიევი უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე და პირობას დადებს, რომ არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს ან იარაღს და ამის სანაცვლოდ, მიიღებს დაცვის გარანტიებს მოკავშირეებისგან, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი…
გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და კიევი შეთანხმებაზე საუბრობს, უკრაინის ოფიციალური პირები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილი მშვიდობისადმი რუსეთის ერთგულების მიმართ და ღელავენ, რომ ამ შეთანხმებით ძალების გადაჯგუფებისთვისა და შეტევის განახლებისთვის დროს იყიდის.