ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დიდწილად შეჩერებულია ყველა ფრონტზე. ამის შესახებ უწყება twitter-ზე წერს.
მათივე ცნობით, რუსები კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
“რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მინიმალურ წინსვლას ხმელეთზე, ზღვაში ან ჰაერში ბოლო დღეების განმავლობაში და კვლავ განიცდიან მძიმე დანაკარგებს.
უკრაინის წინააღმდეგობა რჩება მტკიცე და კარგად კოორდინირებული. უკრაინის ტერიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ყველა დიდი ქალაქი, რჩება უკრაინის ხელში” – წერს თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.
ავტორი: მერაბ ცაავა