გურიაში, “ალტ-ინფოს” წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ხვალ, საპროტესტო აქციის გამართვა ჩოხატაურშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ხვალ ჩოხატაურში ვაპროტესტებთ რუსულ პროპაგანდას, “ალტ-ინფოს” ჯერ დაკეტილ ოფისს. მაქვს ინფორმაცია, ღამღამობით დაძვრებიან შენობაში.
არ მივცეთ უფლება ფეხის მოკიდებისა და მოქალაქეების გადაბირებისა.
2 აპრილი, 13 სთ. რუსთაველის 2.
ოზურგეთელებო, ჩოხატაურელებო…შემოგვიერთდით.
სამოქალაქო აქტიურობას შედეგი მოაქვს. ეს ქვეყანა ჩვენი საპატრონოა!”_ წერს გორდელაძე.