ბურიატიდან 500-მდე კონტრაქტორმა სამხედრომ უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარი თქვა. მათ ფონდ “თავისუფალი ბურიატიას” მიმართეს, რათა დაეხმარონ კონტრაქტის გაწვეყტაში ან “სეპციალური ოპერაციიდან” სახლში დაბრუნებაში. – ამის შესახებ ფონდის ვიცე-სპიკერი, ალექსანდრა გარმაჟაფოვა Настоящее Время-ს ესაუბრა.
მისი თქმით, რუსეთს სჭირდება “დენაციფიკაცია”, რადგან ბურიატები მუდმივად განიცდიან დამცირებასა და დისკრიმინაციას.
გარმაჟაფოვამ თქვა, რომ მის ბევრ თანამემამულეს “არ ესმის რა დაკარგეს უკრაინაში”.
ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ბურიატიაში თითქმის ყველას ესმის, რომ მათი რეგიონის ჯარისკაცები უბრალოდ სასიკვდილოდ გაიმეტეს.
“არავის არ სურს იყოს ოკუპანტი… უკრაინის დენაციფიკაციის იდეა დამაბნეველია, რადგან ჩვენ, როგორც ეროვნული უმცირესობა, მუდმივად ვაწყდებით რასიზმს და დისკრიმინაციას რუსეთში.
ისინი არ გვწყალობენ. ამიტომ ფრონტის ხაზზე გზავნიან ბურიატებს, ტუვანებს, დაღესტნელებს, ყალმუხებს”, – განაცხადა გარმაჟაფოვამ.
ამ განცხადების შემდეგ რუსეთმა დაბლოკა “თავისუფალი ბურიატიის” ფონდის ვებგვერდი ფედერაციის ტერიტორიაზე.
ავტორი