ავსტრალიელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტელესერიალების ცქერა ვნებს ქალებისა და ვაჟების სასიყვარულო ურთიერთობებს.
ტყუილია იმედი, რომ თქვენს მიერ არჩეული ყმაწვილი კაცი მოიქცევა ჰოლივუდელი სცენარისტების მიერ შემუშავებული პატერნების მიხედვით. ეს კი ხშირად ვნებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
სოციოლოგები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფილმები მიზეზია ქალებში გაჩენილი ცრუ იმედებისა და მიზანდასახულებებისა.
სიდნეელი ფსიქოლოგების მიერ გამოკითხული ქალებიდან ყოველი მეხუთე, სწორედ ტელესერიალის გმირივით, ელოდა თავისი გულისსწორისაგან ყვავილებსა და საჩუქრებს, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე და მაშინათვე განიხიბლებოდა, რაჟამს ვერ აუხდებოდა ხოლმე გონებაში წარმოდგენილი საწადელი.
სწორედ იმის გამო, რომ რეალობა არ შეესატყვისება სერიალში აღწერილ მოვლენებს, მსგავსი შეუთავსებადობა შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.
ავტორი