კომპანია „გალფმა“საუკეთესო ასეული ქულების მიხედვით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ერთ წლიანი სტიპენდია დაუნიშნა. 100-იდან 12 სტუდენტი იტალიაში გაემგზავრებიან და “ნაპოლის“ ამომავალ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდებიან და ასევე მის თამაშს დაესწრებიან. ამ თორმეტეულში არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ახლა „ილიას უნივერსიტეტის“ სტუდენტი გიორგი ჩხატარაშვილი.
„12 სტუდენტი მივდივართ იტალიაში და დავესწრებით კვარაცხელიას თამაშს. ასივეს კი დაგვენიშნა სტიპენდია ერთი წლით. დარწმუნებული ვარ საინტერესოდ ჩაივლის ეს დღეები,რადგან იტალია არ არის უბრალო ქვეყანა. კვარაცხელიას თამაშზე დასწრებასთან ერთად დავათვალიერებთ ქალაქსაც, რაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის ამ დღეებს”,– გვითხრა გიორგი ჩხატარაშვილმა.
ავტორი