ამერიკელმა მეცნიერებმა ტენესის უნივერსიტეტიდან დაასახელეს კაცობრიობის სრული განადგურების ზუსტი თარიღი.
მათი განცხადებით დედამიწაზე უდიდესი სისწრაფით მოემართება გიგანტური ასტეროიდი, რომელიც დედამიწას მოუახლოვდება 2880 წლის 16 მარტს. მეცნიერების გამოთვლით შეჯახების შანსი ერთი სამასზეა.
ასტეროიდი, რომლის სახელია 1950 DA და 1კმ. დიამეტრისაა, წამში 14, 5 კილომეტრი სიჩქარით შეეჯახება დედამიწას. სიმძლავრე 45 000 მეგატონა ტროტილის აფეთქების ტოლფასი იქნება, რაც გამოიწვევს გიგანტურ ცუნამებს. საბოლოოდ კი დედამიწის განადგურებას და კაცობრიობის გადაშენების საწინდარი იქნება.
თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ კაცობრიობას საკმაო დრო აქვს იმისთვის, წინ აღუდგეს 1950 DA-ს, მაგალითად თუ შევცვლით მისი ზედაპირის რელიეფს, ეს ასტეროიდის დაშლას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ მეცნიერები 2012 წლის 21დეკემბერსაც გვიწინასწარმეტყველებდნენ სამყაროს აღსასრულს…..
თუმცა, ბევრ მეცნიერს ტენესელი ასტროლოგებისგან განსხვავებით სხვა მოსაზრება აქვს. მაგალითად, ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ არმაგედონამდე ანუ სამყაროს აღსასრულამდე კიდევ მინიმუმ მილიარდი წელია დარჩენილი.
ავტორი