თბილისში, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლანჩხუთელმა სპორსტმენმა თამაზ ღლონტმა ( 55 კგ) პირველობა არავის დაუთმო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამავე შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლანჩხუთელმა ოთარ ჯანელიძემ.
ეს შეჯიბრი მთლიან ჯამში წარმატებული აღმოჩნდა გურული სპორტსმენებისთვის. მათ გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
ავტორი