ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასტროლოგიით დაინტერესებულ პირებს ურჩევს, რომ 23 თებერვალს სურვილი ჩაიფიქრონ, რადგან ციფრებს სარკისებრი მდებარეობა აქვს.
“მნიშვნელოვანი დღე არის ხუთშაბათი, 23 თებერვალი. ციფრების ნუმეროლოგიური, სარკისებრი მდებარეობაა, ეს ნიშნავს, რომ კოსმიური პორტალი იხსნება. ილოცეთ და დადებითი რამე ჩაუთქვით. იქიდან, რასაც ჩაუთქვამთ, შეიძლება ძალიან ბევრი რამ ახდეს. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ კვირაში არის გეომაგნიტური დღეებიც – ოთხშაბათს და კვირას. წნევას მიაქციეთ ყურადღება, მით უმეტეს, ამინდი ცვალებადია და შესაბამისი ზომები მიიღეთ.” – ამბობს ცაგარელი.