დღეს, 16:40 საათზე, ზამთრის ბოლო სავსემთვარეობის პიკია. ბევრი ამ დღეს მიიჩნევს როგორც ჯადოსნურ ენერგიას და მას ოცნებებისა და სურვილების ასასრულებლად იყენებს. არსებობს სასულიერო სავსემთვარეობის რიტუალი, რომელშიც იყენებთ ხუთ გრძნობას – ყნოსვას, გემოს, შეხებას, მხედველობასა და ხმას, რათა სხვადასხვა გზით გაასუფთაოთ გარშემო მყოფი ტერიტორია და შექმნათ მშვიდი გარემო და მაღალი ენერგია.
აანთეთ საკმეველი, ან დამამშვიდებელი ეთერზეთი, დაუკარით დამამშვიდებელი მუსიკა და შეაგროვეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთები. ჩაწერეთ ყველაფერი, რაც გსურთ დღიურში და შეეხეთ სიტყვებს და წარმოიდგინეთ, რომ ისინი ცოცხლდებიან.
მაშ, ასე, ჩაიფიქრეთ ზუსტად 16:40 საათზე ყველაზე სანუკვარი კეთილი სურვილი, როგორც ასტროლოგები გვიმტკიცებენ, ის აუცილებლად ახდება.
პრაიმტაიმი