ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, ე.წ. ბახმაროს დასახლებაში ნაძვებს ჭრიან, _ ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა.
„ჭრიან 100-წლოვან ნაძვნარს… იქნებ შეაჩერონ ეს პროცესი. იმედია, დაინტერესდებიან ამ ფაქტით ის ადამიანები, ვისაც ევალებათ ეკოლოგიის დაცვა. ორი დღეა მიმდინარეობს ხეების მოჭრა”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” გრიგოლეთის მცხოვრები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე გასვლით შეისწავლა აღნიშნული საკითხი.
ხეები იჭრება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მესაკუთრეთა მიერ, რაც არ საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობას.
ავტორი