საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულა. შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 25 მაისის ბრძანებით პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვდნენ მათ მიერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ექვთიმე თაყაიშვილის თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მის სახლმუზეუმს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად გადასცა.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved