გასულ კვირას, ურეკის საჯარო სკოლის მშენებლობა, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის მენეჯერმა თამარ ქარდავამ გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ახალი სკოლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ორმა კომპანიამ ვერ შეასრულა კონტრაქტში მითითებული პიროებები და შუა გზაზე მიატოვა მშენებლობა. წელს ზაფხულში კი, მუნიციპალური განვითარების ფონდს მესამედ მოუხდა ტენდერის გამოცხადება.
„ამჟამად „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ დაასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. ჩვენ ამ კომპანიასთან მუშაობის კარგი გამოცდილება გვაქვს. პრინციპში, ეტყობა კიდევაც, რაც დავიწყეთ სამუშაოები, შეფერხებები არ გვქონია.“ _ გვითხრა თამარ ქარდავამ.
როგორც თამარ ქარდავამ „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა, წინა ორი კომპანია _ „იუთიჯი“ და „აღმაშენებელი ქუთაისი“ შავ სიაში იქნა შეყვანილი.
სკოლა 450 ბავშვზე არის გათვლი და ასევე, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ამ ეტაპზე ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი ურეკის ერთ-ერთ სასტუმროში ტარდება.
ურეკის სკოლის მშენებლობისთვის 8 000 000 ლარი არის გამოყოფილი და სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წლის ბოლოსკენ იგეგმება.
ავტორი