დღეს „ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს გურიის მხარეში ატარებს.
პარტიული კონფერენცია უკვე გაიმართა ლანჩხუთში, სადაც ადგილობრივი ორგანიზაცის თავმჯდომარედ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი აირჩიეს, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.
ამ დროისთვის პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს ოზურგეთში.