ამ წუთებში, ქალაქ თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩის რვა ნომერში მდებარე ,, ფაბრიკაში ” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-15 საერთო კრება მიმდინარეობს. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, პატივი მიაგეს უახლოეს დღეებში გარდაცვლილი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის ხსოვნას, რომელიც იმავდროულად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი იყო.
საერთო კრება ორი დღის განმავლობაში, 9 და 10 დეკემბერს ჩატარდება, მოისმენენ ქარტიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს, მოხდება საბჭოს წევრების არჩევა, გამოცხადდება ქარტიის პრიზი _ 2023-ის გამარჯვებულები.
ავტორი